საკურორტო სეზონის გახსნა ბაკურიანში

ბაკურიანში სათხილამურო სეზონი გაიხსნა. ვიზიტორების მისაღებად მზად არის კოხტასა და დიდველის საბაგიროები. სასრიალო არეალის მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესში ჩართული იყო სპეცტექნიკა და მაშველები.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დახურულ საბაგიროებთან მოწმდება მწვანე პასპორტები, აუცილებელია პირბადის ტარება. სათხილამურო სეზონის გახსნა ბაკურიანში ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში იგეგმებოდა, თუმცა, კლიმატური პირობების გამო, ეს ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ბაკურიანში იმყოფება კესო ქაფიანიძე.