ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრებსა და ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელ კახა გვანცელაძეს შორის გამართულ შეხვედრაზე.
ოპოზიციის ძირითადი კითხვები ბაღებში არსებულ კვებასა და სანიტარიულ ნორმებს ეხებოდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და ორ საათს გაგრძელდა.