საკრებულოს გადაწყვეტილება

შპს „ათორის“ მიერ დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებულ 300 ოჯახს თბილისის მერია და საკრებულო დაეხმარება. ამის შესახებ დღეს საკრებულოში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. დაზარალებულები ზიანის ანაზღაურების მიზნით, კომპენსაციებს მიიღებენ. ამისთვის ექვსი მილიონია გამოყოფილი.