ბოლო 24 საათში გამოვლენილი კოვიდ-19-ის 13 ახალი შემთხვევიდან, ორი მათგანის ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ ხერხდება. შესაბამისად, ეპიდემიოლოგები დამატებით კვლევებს აწარმოებენ.
შეიცვლება თუ არა კორონავირუსის შესაძლო შემთხვევების განმარტება – რა შემთხვევაში შემოწმდება პაციენტი კოვიდ 19-ზე, მას შემდეგ, რაც კოვიდ 19-ის შიდა გადაცემები დასტურდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პაატა იმნაძემ ისაუბრა.
ქვეყნის მასშტაბით, ინფიცირებულთა მისაღებად კლინიკების მზადყოფნას გაუსვა ხაზი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.