საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, მათი რაოდენობა 1194-ს შეადგენს. ამასთან, გამოჯანმრთელდა 328 პაციენტი. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბათუმის, იმერეთისა და თბილისის შემდეგ, 22 საათიდან რესტორნები დაიკეტება მცხეთის მუნიციპალიტეტშიც.
კიდევ რა გადაწყვეტილებები მიიღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე – ანა ბროლაძე თემის დეტალებით.