დაიწყება თუ არა ოპოზიციის, პრეზიდენტის, არასამთავრობოებისა და მედიის წარმომადგენელთა საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა – გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უახლოეს პერიოდში უნდა მიიღოს.
განმწესრიგებელი სხდომის ბოლო დღეს მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარდგნენ. სხდომა, უკვე 10 საათზე მეტია, მიმდინარეობს. სასამართლო დარბაზში ოპოზიციას, პრეზიდენტს და 100-ზე მეტ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას ათეულობით იურისტი წარმოადგენს. პარლამენტის ინტერესებს კი საკანონმდებლო ორგანოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატი იცავს.