„ქართული ოცნება“ მიმდინარე კვირაში დააინიცირებს ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს. დოკუმენტი ეხება ქორწინების დეფინიციას, შვილად აყვანის საკითხებს, ასევე, სქესის შეცვლის სამედიცინო სერვისებს. კანონპროექტში შესატანი რვა მუხლი ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ არის მიმართული.
ოპოზიციის ნაწილი დისკუსიაში ჩართვას აანონსებს, ნაწილი კი მმართველ გუნდს არასრულწლოვნებით მანიპულაციაში ადანაშაულებს და ამ ცვლილებებს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქვამს. აღსანიშნავია, რომ მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს, შესაბამისად, უზენაეს კანონში სიახლის შესატანად ოპოზიციის ხმებიც დასჭირდება.