ახალი წლიდან თამბაქოს მოხმარება ტაქსებშიც აიკრძალება.
აკრძალვა გავრცელდება კერძო ავტომობილების მფლობელებზეც იმ შემთხვევაში, თუ მანქანაში არასრულწლოვანი იმყოფება. კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. დამატებითი შეზღუდვების შემოღების მიზეზი თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლის შემცირებაა. კანონდარღვევების შემთხვევაში მკაცრი ფინანსური სანქციები იმოქმედებს.