საკომუნიკაციო ბაზარზე აბონენტთა ნაწილისთვის ტარიფები იზრდება. ცვლილება „ჯეოსელის“, „სილქნეტისა“ და „მაგთის“ მომხმარებლებს შეეხებათ. მაგალითად, თუ სილქნეტის ოპტიკური ინტერნეტის მინიმალური პაკეტის ფასი 26 ლარი იყო, ცვლილების შემდეგ 30 ლარი იქნება. „მაგთის“ ოპტიკური ინტერნეტის მინიმალური პაკეტის ღირებულება 27-დან 30 ლარამდე იზრდება. მობილური აბონენტებისთვის წესდება ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი. იცვლება მობილური ინტერნეტის პაკეტების პირობებიც. კომპანიები აცხადებენ, რომ აბონენტებს გაუმჯობესებულ მომსახურებას შესთავაზებენ, თუმცა ეს არგუმენტი მიუღებელია კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის, სადაც საკითხის შესწავლა უკვე დაიწყეს.