სტიქიით დაზარალებულ კიდევ 48 ოჯახს სახლები გადაეცემა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, მათთვის საკუთარ სახლებს შეისყიდის, რისთვისაც თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა 25 000 ლარიდან 30 000 ლარამდე გაიზარდა.
48 ოჯახს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევა.