დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლები შენდება. სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში მიმდინარე სამუშაოებს დევნილთა სააგენტოს დირექტორი ადგილზე გაეცნო. პროექტი გერმანიისა და საქართველოს მთავრობების თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით, 200-ზე მეტი სახლის აშენებას ითვალისწინებს.