სახელწოდების შეცვლის შემდეგ, მაკედონიაში მასობრივი დემონსტრაცია გაიმართა
სახელწოდების შეცვლის შემდეგ, მაკედონიაში მასობრივი დემონსტრაცია გაიმართა. ცნობას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბიტოლაშიათასობით ადამიანმა საბერძნეთსა და მაკედონიას შორის მიღწეული ისტორიული შეთანხმება დაგმო.
ოპოზიციური პარტია VMRO-ის მიერ ორგანიზებული დემონსტრაცია საბერძნეთისა და მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ისტორიულ დოკუმენტზე ხელმოწერიდან რამდენიმე საათში გაიმართა.
ორ ქვეყანას შორის შეთანხმების მიზანი ოფიციალური ათენის მიერ სკოპიეზე ბლოკადის მოხსნაა. უკვე მრავალი წელია, ქვეყნის სახელწოდების გამო, საბერძნეთის მთავრობა ნატო-სა და ევროკავშირში მაკედონიის გაწევრიანებას ბლოკავს. თუმცა, მაკედონიელების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ შეთანხმება გაცილების მეტს გულისხმობს.
ოპოზიციური პარტია VMRO-ის ლიდერი დოკუმენტს მაკედონიის კაპიტულაციას ადარებს.
საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ახლა ორივე ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაკედონიაში რეფერენდუმი უნდა გაიმართოს. ამას თან ერთვის მაკედონიის პრეზიდენტის პოზიცია. გეორგე ივანოვი აცხადებს, რომ კანონპროექტის გასვლის შემთხვევაში, ვეტოს უფლებას გამოიყენებს.
ათენმა და სკოპიემ მაკედონიის ახალი დასახელების შესახებ ისტორიულ შეთანხმებას ხელი დღეს მოაწერეს.