პადნემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, მთავრობა მოქალაქეებს მეწარმეების მხარდამჭერ პროგრამებზე წვდომას უმარტივებს. „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“ – ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომელიც საქართველოს მასშტაბით განთავსებულ საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში, მოქალაქეებს საშულებას აძლევს მიიღონ დეტალური ინფორმაცია ბიზნესის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამების შესახებ და სურვილის შემთხვევაში, ადგილზე შეავსონ განაცხადი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადებული პროექტის მიზანი, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა.