საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე საბავშო ბაღებსა და სკოლებს ესტუმრა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. ქეთევან ციხელაშვილი, სოფელ ბერშუეთისა და კარალეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში იმყოფებოდა.
სახელმწიფო მინისტრმა საბავშვო ბაღებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. სოფელ ქვეშში კი, სადაც ცოტა ხნის წინ ამერიკის საელჩოს დაფინანსებით განახლებული სკოლა გაიხსნა, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ჩავიდა. სასწავლო დაწესებულებას, სადაც 247 მოსწავლე ირიცხება, საოკუპაციო ხაზიდან კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.