სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, კულტურისა და თეატრის სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს მიმართავენ, რომ 14 იანვარს აივნებიდან და ფანჯრებიდან ყველამ საქართველოს დროშა გამოფინოს. ინიციატივის ერთ-ერთ ავტორი ფოტოგრაფი გოგა ჩანადირია.
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რუსუდან თევზაძის თქმით, 14 იანვარს ასევე ქართული თეატრის პროფესიული დღეც აღინიშნება. მისივე თქმით, დაგეგმილი იყო ერთობლივი ღონისძიებები, რომლებიც პანდემიის გამო გადაიდო.