სახელმწიფო დროშის დღე

საქართველოში დღეს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. საგარეო საქმეთა სამინისტროში  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ორიგინალი დროშა გამოიფინა. დღეისათვის ორიგინალი დროშის მხოლოდ სამი მეხუთედია შემორჩენილი. ისტორიული ექსპონატი სადემონსტრაციო სადგამით, სამინისტროს ცენტრალურ დარბაზში განთავსდა, მოგვიანებით კი, სხვა ექსპონატებთან ერთად, საქართველოს დიპლომატიის მუზეუმში განთავსდება.