სახელმწიფო დროშის დღე - ცერემონია შსს-ში

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში, მათ შორის სასაზღვრო პუნქტებში, საგანგებო სიტუაციების სამსახურსა და სანაპირო დაცვის გემებზე. დროშები აღმართეს ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე. ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად, თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს. დროშის დღე საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ, ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება.