სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 30 წლის იუბილეს აღნიშნავს.
პირად შემადგენლობას თარიღი სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე მთავრობის მეთაურმა მიულოცა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა მოწვეულ სტუმრებს სამსახურის ანგარიში წარუდგინა. მოეწყო დასაცავ პირზე შენობაში თავდასხმისა და ევაკუაციის, ასევე კორტეჟზე თავდასხმა-მოგერიების და კინოლოგების საჩვენებელი იმიტაცია. ღონისძიების დასასრულს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერი შესრულებისა და სანიმუშო დისციპლინისთვის, სამსახურის შექმნის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პირველი ხარისხის მედლით დაჯილდოვდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები.