სახანძრო უსაფრთხოების დამრღვევთა მიმართ სანქციები მკაცრდება. ახალი ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ინიცირებული ცვლილებები, ჯარიმების გაზრდასთან ერთად, სახანძრო უსაფრთხოების კონტროლის გამკაცრებასაც ითვალისწინებს. მათ შორის რეგულაციები გავრცელდება ისეთ ობიექტებზეც, სადაც სახანძრო უსაფრთხოების დაცვა კანონით აქამდე არ რეგულირდებოდა.
საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი მართვის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობების ნაცვლად, ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იქნება.