სახანძრო უსაფრთხოებაზე რეგულაციები ამოქმედდა

კიდევ ერთხელ აქტიურდება საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების თემა. გაწერილია გეგმა, თუ როგორ უნდა აღსრულდეს კანონი, რომლითაც უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდა.

კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად მონიტორინგს დაექვემდებარება ყველა ის შენობა, რომელთა სახანძრო სისტემის შემოწმებას კანონი საერთოდ არ ითვალისწინებდა.

ობიექტების კონტროლი სამეტაპიანი იქნება, გაიზრდება ფინანსური სანქციებიც. დარღვევების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, საქმე შესაძლოა შენობის ექსპლოატაციის შეჩერებამდე მივიდეს.