გაზრდილი ჯარიმები  

დედაქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის ფინანსური სანქციები იზრდება.

ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, დაჯარიმდება იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც მაგალითად პლაკატს უნებართვოდ განათავსებს შენობის ფასადზე. ჯერ 200, განმეორების შემთხვევაში კი კანონის დამრღვევს 1000 ლარის გადახდა მოუწევს.

რას ითვალისწინებს ახალი რეგულაციები, – ნახეთ მარიამ ბერძენიშვილის და ბადრი გამრეკელაშვილის სიუჟეტში.