სახანძრო უსაფრთხოება

სახანძრო უსაფრთხოებაზე შენობების შემოწმება დღეიდან იწყება. ახალი რეგულაციები უსაფრთხოებაზე ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება.

სპეციალისტები შემოწმებას სამ ეტაპად ჩაატარებენ.

პირველ ეტაპზე, შენობა-ნაგებობის შემოწმებისას გაიცემა რეკომენდაციები და ყველა მფლობელს მიეცემა გონივრული ვადა მათ შესასრულებლად.

განმეორებითი მონიტორინგის დროს სამსახური შეამოწმებს, რამდენად შესრულდა რეკომენდაციები.

მესამე, საკონტროლო შემოწმებისას, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული სანქციები ამოქმედდება.

სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.