ლენტეხში ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს „ლენტეხობას“ აღნიშნავენ. მუნიციპალიტეტის მთავარ მოედანზე ეთნოგრაფიული კუთხეები და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. გაიმართა ჩოხოსნების მარში და დაბა ლენტეხის კურთხევა. დაგეგმილია ლენტეხის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვებაც. სახალხო დღესასწაულს გალა-კონცერტი დაასრულებს.