სახალხო დღესასწაული ერეკლეობა

18:48, 07.11.2024

თელავში ტრადიციული სახალხო დღესასწაული ერეკლეობა მიმდინარეობს.

პატარა კახის მშობლიურ ქალაქში საზეიმო ღონისძიებები დილიდან დაიწყო. ქალაქის მთავარ მოედანზე მიმდინარეობს ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მოწყობილია შემეცნებითი, სპორტული და გასართობი სივრცეები. სპეციალურად აგებულ სცენაზე იმართება ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი. თელავის მერიამ 17 საპატიო თელაველი დაასახელა, რომელთაც სხვადასხვა სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდოები გადაეცათ.

მსგავსი