სახალხო დღესასწაული ლენტეხში

19:00, 18.09.2022

ლენტეხში ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს ლენტეხობას აღნიშნავენ. მუნიციპალიტეტის მთავარ მოედანზე ეთნოგრაფიული კუთხეები და  ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. გაიმართა ჩოხოსნების მარში და დაბა ლენტეხის კურთხევა. დაგეგმილია ლენტეხის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვებაც. სახალხო დღესასწაულს გალა-კონცერტი დაასრულებს.

მსგავსი