სახალხო დამცველის ასარჩევად პარლამენტში კონსულტაციები აქტიურ ფაზაში შედის. ლევან იოსელიანის კანდიდატურას დღეს ბიუროზე ოფიციალურად დაარეგისტრირებენ. მას მხარს არ დაუჭერს „სტრატეგია აღმაშენებელი“. კითხვები აქვს „გირჩს“, რომელიც მსჯელობის პროცესშია. პოზიცია ჯერ არ ჩამოუყალიბებია არც „ნაციონალურ მოძრაობას“.
მმართველი პარტია კი თავის აზრს მომავალ კვირას დააფიქსირებს. გადაწყვეტილებას უმრავლესობის სხდომაზე მიიღებენ. სახალხო დამცველის არჩევას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება. პროცესი საკანონმდებლო ორგანოში ერთხელ უკვე წარიმართა, თუმცა კონკურსით შერჩეული 19 კანდიდატიდან, ხმების საკმარისი რაოდენობა ვერც ერთმა მიიღო.
ომბუდსმენის შერჩევა ევროკომისიის 12 რეკომენდაციაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია.