ყვარელში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ლევან იოსელიანი, რომელსაც სახალხო დამცველის რანგში პირველი სამუშაო ვიზიტი აქვს. სტრასბურგში ომბუდსმენი ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობებზე ისაუბრებს. შეხვედრები საქართველოს საკითხებზე მომუშავე პირებთან გაიმართება. ლევან იოსელიანმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები საკითხში სრულად არიან ჩართულები.