სახალხო დამცველის ანგარიში

„არასათანადო მოპყრობის ზოგადი და სპეციალური მუხლებით კვალიფიკაციის პრაქტიკული ანალიზი“-  ამის შესახებ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია სახალხო დამცველმა გამართა. ანგარიში არასათანადო მოპყრობის ზოგადი და სპეციალური მუხლებით კვალიფიკაციის პრაქტიკული ანალიზის კვლევას ეფუძნება, რომლის ფარგლებშიც, სასამართლოების მიერ 2013-2019 წლებში 68 სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი 131 გადაწყვეტილება იქნა შესწავლილი. ლევან იოსელიანის განცხადებით, სპეციალურ ანგარიშში გამოვლენილია საკანონმდებლო ხარვეზები და პრაქტიკაში არსებული ნაკლოვანებები, მათ შორის, არასათანადო მოპყრობისთვის განსაზღვრული სასჯელის პროპორციულობისა და აღსრულების მიმართებით საპროცესო შეთანხმების, ამნისტიისა და შეწყალების გამოყენების საკითხები, ასევე წარმოდგენილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები.