დაანონსებული ცვლილებები და გადაადგილებები მმართველ პარტიაში.
ხვალ გახდება ცნობილი, როგორი გუნდით მიდის ირაკლი კობახიძე პრემიერის პოსტზე. პოლიტსაბჭოს ხვალინდელ სხდომაზე მთავრობის მეთაურად კობახიძის კანდიდატურის წარდგენა მოხდება. მოგვიანებით კი პრემიერობის ახალ კანდიდატს და პარტიის ახალ თავმჯდომარეს „ქართული ოცნების“ ყრილობაზე წარადგენენ. გავრცელებული ცნობით, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა განახლდება და რამდენიმე მინისტრს თანამდებობის დატოვება მოუწევს. კულუარებში საგარეო საქმეთა, თავდაცვის, ჯანდაცვის და იუსტიციის მინისტრების შესაძლო ცვლილებაზე საუბრობენ. სავარაუდო კანდიდატებს შორის პარლამენტის დეპუტატებიც სახელდებიან. თუ მმართველი გუნდისთვის ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის წინასაარჩევნოდ პარტიის ხელმძღვანელობის ჩაბარება, პარტიის უკვე ყოფილი თავმჯდომარის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კობახიძის გაპრემიერება კი დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას ნიშნავს, ოპოზიციისთვის სამთავრობო და პარტიული ცვლილებები ფასადურ ხასიათს ატარებს. პოლიტიკური სპექტრი ხვალინდელი დღის მოლოდინშია.