საჯარო მმართველობის მონიტორინგის შედეგები

„საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემის“ ახალი პროექტის პრეზენტაცია. მიზანია სახელმწიფო სერვისების ფინანსური გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის დადგენა. პროექტის მიხედვით, შეიქმნება სპეციალური შეფასების სისტემა, რომლის მიხედვითაც, საჯარო დაწესებულებების მონიტორინგს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები განახორციელებენ.

ღონისძიებას საჯარო მმართველობის მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო, საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.