საჯარო მმართველობის რეფორმა

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ ერთად საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმის ალტერნატიული მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშების პრეზენტაცია გამართა.

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2021 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის შედეგები ოთხი მიმართულებით იყო წარმოდგენილი. ეს არის პოლიტიკის შემუშავება, საჯარო ფინანსების მართვა, სახელმწიფო სერვისების მიწოდება და ანგარიშვალდებულება. ანგარიშები მომზადდა პროექტის, „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.