სემეკ-ში იენის უნივერსიტეტის ენერგეტიკის სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მათიას კნაუფმა ენერგეტიკის სამართლის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.
საჯარო ლექციის ფარგლებში, პროფესორმა ილაპარაკა ევროკავშირის ქვეყნებში ენერგეტიკის სამართლის აღსრულების შესახებ, მიმოიხილა ენერგეტიკული სექტორის პრეცედენტული მაგალითები. უპასუხა მონაწილეთა კითხვებს ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ენერგეტიკული გაერთიანებების გამოცდილების შესახებ.