ქართველი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის, რეზო ჭანიშვილის დაბადებიდან 87 და სასცენო მოღვაწეობის 70 წლისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო „თბილისი არტ ჰოლში“ გაიმართა. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საღამოზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის 35-მდე საბავშვო-ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლი მონაწილეობდა. ღონისძიება თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.