საქართველოს ფოსტამ ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით საფოსტო მარკა გამოუშვა. ინიციატივა მთავრობას ეკუთვნის. მარკის გამოსახულებას, პრემიერ-მინისტრი აქვეყნებს.
„დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ფოსტამ გამოუშვა საიუბილეო მარკა. ქედს ვიხრი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნათელი ხსოვნის წინაშე!“ – წერს პრემიერი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში.