საიუბილეო ღონისძიება

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაარსებიდან შვიდი წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და სკოლის მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ ნატო-ს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო და ასევე, ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კოლეჯის ქსელის ასოცირებული პარტნიორის სტატუსი მოიპოვა, რაც ნატო-სთან თავსებადობისა და ინტეგრაციისკენ გადადგმულ კიდევ ერთ მტკიცე ნაბიჯს წარმოადგენს. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კი სკოლის სამომავლო განვითარების გეგმებზე ისაუბრა.