2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო სამეურნეო აღწერის ფარგლებში, ბორჯომისა და ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მიზანი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ინფორმირებაა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. აღწერა ორ ეტაპს მოიცავს. პირველი ეტაპზე 14-23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება მოსახლეობის თვითრეგისტრაცია. მეორე ეტაპზე 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით კი, საქსტატის მიერ მომზადებული ადამიანები სპეციალური კითხვარების მეშვეობით კარდაკარ გამოკითხავენ მოსახლეობას. აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის ივნისში. აღწერის შედეგად მოპოვებულ იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, მისი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების სტატუსის და განათლების დონის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროებისა და საბინაო პირობების შესახებ.