საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებთან და მოსწავლეებთან პროკურატურის საქმიანობაზე ისაუბრეს. საინფორმაციო შეხვედრაზე სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობაზე, სისხლის სამართლის დევნასა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერაზე, ასევე პროკურორთა სპეციალიზაციაზე. სტუდენტებმა და მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვები დასვეს, რაზეც პროკურატურის წარმომადგენლებისგან პასუხები მიიღეს.