საია-მ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის დასაშვებობის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები წარადგინა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა საქალაქო სასამართლოში მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის დასაშვებობის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები წარადგინეს.

საია-ს წარმომადგენელის  განცხადებით, საქართველოს მხარემ ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება არ უნდა მოახდინოს, რადგან თურქეთში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა მძიმეა და სწორედ ამიტომ, შესაძლებელია, ჩაბუქი გახდეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქალაქო სასამართლო მიმართვას, რომ ხვალინდელ პროცესზე დაუშვან მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა.

საია-ს ადვოკატები გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ საქმის განხილვისას მათი მხრიდან დამატებით, ზეპირ განმარტებები იქნება წარმოდგენილი.