შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე საჰაერო თავდასხმებს განაგრძობენ. პენტაგონის განცხადებით, მათ ამჯერად ჰუსიტების რვა სამიზნეზე მიიტანეს იერიში, მათ შორის მიწისქვეშა საცავზე, რაკეტებსა და სათვალთვალო მოწყობილობებზე. შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ისინი ცდილობდნენ დაიცვან „ვაჭრობის თავისუფალი ნაკადი“. ტექსტში ასევე წერია, რომ დარტყმები განხორციელდა ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით. აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ძალებმა იემენში, ჰუსიტების ობიექტებზე თავდასხმები პირველად 11 იანვარს განახორციელეს. როგორც ბაიდენმა განმარტა, ავიაიერიშები ჰუსიტების შეტევის პასუხი იყო.