გამოწვევად რჩება გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები.
მაჩვენებელი ევროპის ქვეყნების მონაცემებს ორნახევარჯერ აჭარბებს. ფაქტია, რომ კანონმდებლობის და კონტროლის გამკაცრებამ სათანადო შედეგი ვერ გამოიღო, რის გამოც ახალი ზომების მიღებაა საჭირო. კანონში შეტანილი არაერთი ცვლილების შემდეგ მთავრობა ამჯერად უწყებათაშორის კომისიას ქმნის, რომელმაც საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის აღსრულება უნდა გააკონტროლოს და სპეციალური რეკომენდაციებიც შეიმუშაოს. დარღვევებზე არასათანადო რეაგირება და ვიდეოკამერების ტექნიკური ხარვეზებით მუშაობა – პირველ რიგში სწორედ ამ ორ პრობლემაზე ელოდებიან ექსპერტები კომისიისგან შესაბამის რეაგირებას.