საგზაო უსაფრთხოების კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება. კანონში შესატანი ცვლილებებით, ჯარიმების ოდენობა გაიზრდება სიჩქარის გადაჭარბების, ასევე საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის შემთხვევაში.
კანონმდებლობის შეცვლის, ჭკვიანი კამერების დამონტაჟების, ქულათა სისტემის შემოღების და ე.წ. უკონტაქტო პატრულის ამოქმედების მიუხედავად, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ავარიებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქვეყანაში მაინც მაღალ ნიშნულზეა.
კანონის გამკაცრების პარალელურად მესამე სექტორი ხელისუფლებას საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც სთხოვს.