საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი რეგიონებში გრძელდება

საგზაო  ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგი  რეგიონებში გრძელდება. ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამტრედია–გრიგოლეთის გზაზე  18-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დაათვალიერა.

პროექტის მიზანია, მაღალი ინტენსივობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობა, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლა უზრუნველყოს.

ამ დროისათვის, გზის საფუძველი ეწყობა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს.  სამუშაოების დასრულებას 2 წლის ვადაში იგეგმება.