გზის გაწმენდითი სამუშაოები აჭარაში

აჭარის მაღალმთიანეთში თოვლისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში, სადაც თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია, 15 ერთეული ტექნიკა აქტიურად მუშაობს. ამ დროისთვის 30-მდე სოფლის გზა მოწესრიგდა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა, თოვლის საფარის წმენდას  24-საათიან რეჟიმში ახორციელებს.

დატოვე კომენტარი