სამი გუნდი ერთობლივი რეპერტუარით.
ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში საგუნდო მუსიკის კონცერტისთვის ემზადებიან. მრავალფეროვანი პროგრამა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს აერთიანებს. შესრულდება ქართული კლასიკური საგუნდო ნიმუშები.
საკონცერტო პროგრამაშია რამდენიმე საახალწლო კომპოზიციაც. მსმენელის წინაშე სხვა გუნდებთან ერთად პირველად წარდგება კონსერვატორიის სტუდენტური გუნდიც. ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში საგუნდო მუსიკის კონცერტი ხვალ რვის ნახევარზე დაიწყება.