დღეიდან მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება იწყება. საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, რომელსაც სურს საკუთარი ბიზნესიდეის, საქმიანობად გარდაქმნა, ან არსებული ბიზნესის გაფართოება. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია 300-მდე ბიზნეს საქმიანობის დაწყება და გაფართოება. გრანტის მაქსიმალური მოცულობა 30 000 ლარს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეზღუდებათ 2020-2022 წლებში გამარჯვებულ და 2015-2018 წლების ორჯერ დაფინანსებულ ბენეფიციარებს.