საქართველოს პარლამენტში დღეს საგაზაფხულო სესია დაიხურება. სესიის დახურვა ბიუროს ფორმატში მოხდება. მიმდინარე კვირაში კანონმდებლებმა პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშს მოუსმინეს, მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცეს დარჩენილი კანონპროექტები. იქნება თუ არა რიგგარეშე სხდომები, ეს ამ ეტაპზე არ არის დაზუსტებული. საშემოდგომო სესია კი რეგლამენტის გათვალისწინებით, სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნება.