ქართული პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია.
სტატისტიკის სამსახური ბოლო ოთხი თვის მონაცემებს აქვეყნებს. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტად ალკოჰოლური და მინერალური წყლების გაყიდვები იზრდება, მოთხოვნა მზარდია ავტომობილების რეექსპორტზეც. გაფართოვდა საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალიც. თუმცა, ექსპერტები ქართველ მწარმოებლებს ევროკავშირთან მოქმედი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების უფრო აქტიურად გამოყენებას და ბაზრების დივერსიფიცირებას ურჩევენ.