პრობლემები ცხვრის ექსპორტში

ცხვრის ექსპორტის მაჩვენებლები წინა წლებთან შედარებით შემცირებულია – ადგილობრივ ბაზარზე საქონლის ფასი უცვლელია. თუმცა, ლარის შედარებით გამყარების გამო, ექსპორტიორი ქვეყნებისთვის დაწესებული თანხა მისაღები აღარ არის, რაც მოთხოვნაზეც აისახა. რეალიზაციის შემცირების შემდეგ, ფერმერები ალტერნატიულ ბაზრებს ეძებენ და მთავრობასთან კონსულტაციებს მართავენ.

ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიების გარდა, კონსულტაციების მიზანი იმ შესაძლებლობების გამოყენებაა, რომელიც ცხვრის მოვლის თვითღირებულებას შეამცირებს.