საგარეო ვაჭრობის გაზრდილი მაჩვენებლები

ექსპორტის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია. მონაცემები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის გაორმაგდა.

განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა ღვინოზე, აზოტოვან სასუქებზე და ტექსტილზე. ქვეყნების ჩამონათვალში ბულგარეთი, რუსეთი და თურქეთი ლიდერობენ, მოთხოვნა მზარდია ევროკავშირის ქვეყნებიდანაც. პანდემიის დაწყების შემდეგ ერთ-ერთ პრიორიტეტად ადგილობრივი წარმოების განვითარება და ხელშეწყობა დასახელდა, სწორედ ამ მიდგომას უკავშირებენ ექსპორტის მონაცემებიც ზრდასაც. თუმცა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ახლა განსაკუთრებული აქცენტი ევროკავშირის ბაზრებზე უნდა გაკეთდეს, სადაც ქართველ მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის მაღალი პოტენციალი აქვთ.