საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას პარლამენტი ხვალ საგანგებო სხდომაზე უყრის კენჭს, თუმცა მანამდე ეს საკითხი პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით უნდა დადასტურდეს, რითაც გადაწყვეტილება ძალაში მაშინვე შევა, ძალადაკარგულად კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ საკანონმდებლო ორგანო განხილვის შემდეგ სიითი უმრავლესობით მას მხარს არ დაუჭერს და საკითხი ჩავარდება.
იქნება თუ არა რაიმე ცვლილება იმ საგანგებო ნორმებში, რომელიც ქვეყანაში უკვე მოქმედებს, ეს პრეზიდენტის დეკრეტის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.
უკვე ცნობილია, რომ საგანგებო რეჟიმის გაგრძელებას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მხადაჭერას არ აპირებს.